სიახლეები
19 აპრილს, ლანჩხუთში მდებარე გურიის რეგიონულ ოფისში საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლამ ტრენინგი ჩაატარა პირველადი დახმარების პრინციპების შესახებ : გულის წასვლის, კრუნჩხვების, დამწვრობის, ჭრილობის, სისხლდენების, ჰიპოთერმიის, მოხრჩობის და ინფექციების დროს.
ასევე, ღონისძიებაზე განხილული იყო ჯანდაცვის სფეროში არსებული პროფესიები: საექთნო საქმე, ფარმაცევტის პროფესია და წარმოდგენილი იყო საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ფაკულტეტები და პროგრამები.